თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
შეხვედრაზე აზერბაიჯანელმა ლიდერმა ქართველ მინისტრს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საპასუხოდ ბახტაძემ ჯერ კიდევ სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას დადებითად შეაფასა პროექტ ბაქო-თბილისი-ყარსის რეალიზებაში მიღებული მონაწილეობა.
მოლაპარაკებებზე მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების წარმატებული განვითარება და თანამშრომლობის ამ სფეროში ქვეყნის ფინანსური სტრუქტურების მიერ შეტანილი წვლილი. გარდა ამისა, მხარეები შეეხნენ გლობალურ პროექტებს, რომლებსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებს და აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის მნიშვნელობა რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით.
ალიევთან შეხვედრის შემდეგ ბახტაძემ აზერბაიჯანელ კოლეგა სამირ შარიფოვთან მოლაპარაკებები გამართა.
საქართველოს მთავარმა ფინანსისტმა შარიფოვს გააცნო ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს საბაჟო სერვისების სფეროში განხორციელდა.
„ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელთა გატარებას ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები 2018-2019 წლებსი გეგმავენ. ისინი დაინტერესდნენ ჩვენი გამოცდილებით, რომელიც მრავალი მიმართულებით გაგვაჩნია, კერძოდ საბაჟო და ციფრული სერვისების კუთხით. ისინი დაინტერესდნენ იმ რეფორმით, რომელიც ეხება დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემას, მოგებაზე გადასახადის რეფორმას და სხვა სიხლეებით“, — განაცხადა ბახტაძემ.