თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ორი გარდაცვლილი მამაკაცი მეზობლებმა დილით იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
მეზობლების თქმით, ბინაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. მეზობლებმა მამაკაცები გარდაცვლილები იპოვეს, ქალი კი მწვავე ინტოქსიკაციით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.