საგანგაშო სტატისტიკა: ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო თბილისში 82 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / StringerВключенная конфорка на газовой плите
Включенная конфорка на газовой плите - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზით მოწამვლის ძირითად მიზეზად გაზგამანაწილებელ კომპანიაში არასწორად დაყენებულ გამათბობლებს ასახელებენ

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 2015 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში 82 ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ — თბილისის" განცხადებაში.

თბილისში მოსახლეობა სახლების გათბობისა და ცხელი წყლისთვის გაზზე მომუშავე გამათბობლებსა და გამაცხელებლებს იყენებს.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი აირით მოიწამლა 325 ადამიანი, აქედან მხოლოდ 2016 წელს — 154, აქედან 29 გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

პრევენციის მიზნით კომპანია „ყაზტრანსგაზ — თბილისმა" დედაქალაქის მერიასთან ერთად დაიწყო მასშტაბური სოციალური კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის".

„სამწუხაროდ, აბონენტების 30-40% ყურად არ იღებს ჩვენი სპეციალისტების მითითებებს და აგრძელებს ისევ არასწორად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოების მოხმარებას. გაზის ხელსაწყოები — ეს არის ღია წვის კამერიანი ტიპის დანადგარები, ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ მის გამოყენებას, ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლებისა თუ გამათბობლების გამოყენებას", — განაცხადა კომპანია „ყაზტრანსგაზის" მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ.

მან მოუწოდა მოსახლეობას, ნებისმიერი მოწყობილობის შეძენისა და დამონტაჟების დროს დარეკონ ცხელ ხაზზე — 2 40 40 04, ან ავარიულ სამსახურში — 114.

„კომპანიის თანამშრომლები უმოკლეს ვადებში მივლენ, მოემსახურებიან მისცემენ შესაბამის მითითებებს და ჩაუტარებენ ინსტრუქტაჟს. მომსახურება უფასოა", — განაცხადა ლეფსვერიძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0