საქართველოს მოსახლეობა იზრდება

გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველოში 51 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში შობადობამ სიკვდილიანობას გადააჭარბა — მოსახლეობის ბუნებრივმა ზრდამ 2017 წელს დაახლოებით 5,5 ათასი ადამიანი შეადგინა, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„დღეისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დაიბადა 51,3 ათასი ბავშვი და დაფიქსირდა 45,8 ათასზე მეტი სიკვდილი", — განაცხადა წულუკიანმა პარლამენტში.

ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის კლინიკა - Sputnik საქართველო
სერგეენკო: საქართველოში ჯანდაცვა პრიორიტეტშია

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთ ქალზე საშუალოდ ორზე მეტი ბავშვი მოდიოდა (2,1). მაგალითად, 2002 წელს, სტატისტიკის თანახმად, ეს რიცხვი იყო 1,6, ხოლო 2014 წელს — 1,8.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში 2005 წლის შემდეგ დაფიქსირებული შობადობა სამხრეთ კავკასიაში რეკორდული იყო. ოჯახებში პირველი ბავშვის შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (42%-ზე ნაკლები) საქართველოში 2015 წელს იყო.

ყველა ახალი ამბავი
0