საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

© Sputnik / Seyran Baroyanშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. უქმეებზე შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალს მიაღწევს, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

22-დან 25 დეკემბრამდე ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. ამის გამო ქვეყანაში მოსალოდნელია ნალექი, მთებში თოვლის სახით.

„24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელია", — აღნიშნულია განცხადებაში.

ღრუბლიანი ამინდი თბილისში - კადრში საცხოვრებელი კომპლექსი და ბიზნეს-ცენტრი King David - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 23 დეკემბერს

ხვალ, 22 დეკემბერს, სინოპტიკოსების პროგნოზით, დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხოლო ღამით — ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო მთაში — მოთოვს. წვიმა და ნისლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მთაში კი — თოვლიანი წვიმა.

დასავლეთ საქართველოში ქარი დროგამოშვებით გაძლიერდება 17-22 მეტრამდე წამში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +3-8 გრადუსი, დღისით — +8-13. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 — პლუს 2, დღისით — მინუს 2 — პლუს 3.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება +2-7 გრადუსი, ხოლო დღისით — +5-10. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — მინუს 2 — პლუს 3.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება +4, ხოლო დღისით — +8 გრადუსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0