თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 23 დეკემბერს წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.
დედაქალაქში დილიდან ღრუბლიანი ამინდი იქნება, ხოლო დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები.
ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +4 გრადუსი, ხოლო დღისით — +5.
ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე 08:25 საათზე ამოვა და 17:34 საათზე ჩავა.