იერუსალიმის სტატუსი: სენსიტიური თემა ხელისუფლებისთვის და ტრამპის მუქარა

© photo: Sputnik / Igor Nosov / გადასვლა მედიაბანკშიიერუსალიმი
იერუსალიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ელჩმა გაეროში მოუწოდა წევრ ქვეყნებს, არ გამოიჩინონ უპატივცემულობა ამერიკის მიმართ და აღუთქვა მათ, რომ „ამერიკა დაიმახსოვრება ამ კენჭისყრას“

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტნიორ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

„ჩვენ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთეთ. ეს ძალიან სენსიტიური თემაა, ჩვენს პარტიორებთან კონსულტაციები გვაქვს და გადაწყვეტილებას შესაბამისად მივიღებთ”, — განაცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ხშირად აღნიშნავს ხაზგასმით.

იერუსალიმი - Sputnik საქართველო
იერუსალიმი – ისრაელის დედაქალაქი? რას ფიქრობენ საქართველოში

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ გაეროს რეზოლუციას. ეს უკანასკნელი გმობს ამერიკის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას. 

გარდა ამისა, გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკა მაინც გახსნის საელჩოს იერუსალიმში იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით.

„ვერანაირი კენჭისყრა გაეროში ვერ მოახდენს გავლენას ამ გადაწყვეტილებაზე“, — განაცხადა მან.

ნიკი ჰეილიმ მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს, არ გამოიჩინონ უპატივცემულობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და აღუთქვა მათ, რომ „ამერიკა დაიმახსოვრება ამ კენჭისყრას“.

ყველა ახალი ამბავი
0