თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ 52-ე ადგილი დაიკავა ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში, რომელიც Forbes-მა შეადგინა, ნათქვამია გამოცემის ქართულენოვან ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიციები ამ კუთხით ცხრა პუნქტით გაუარესდა.
რეიტინგის შესადგენად „ფორბსმა“ გააანალიზა ისეთი ორგანიზაციების მონაცემები, როგორებიცაა: Freedom House, Heritage Foundation, Property Rights Alliance, United Nations, Transparency International, World Bank Group და World Economic Forum.
რეიტინგში, რომელიც 153 ქვეყანას მოიცავს, გათალისწინებულია 15 კრიტერიუმი: ინოვაციები, კერძო საკუთრება, ინფრასტრუქტურა, საგადასახადო სისტემა და სხვ.
რაც შეეხებათ მეზობელ ქვეყნებს: თურქეთი 56-ე ადგილზე გავიდა, რუსეთი — 58-ზე, აზერბაიჯანი — 70-ზე, ხოლო სომხეთი 88-ზე.
ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების პირველ ათეულში შევიდნენ: ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, შვედეთი, კანადა, ჰონკონგი, დანია, ირლანდია, სინგაპური და შვეიცარია.
ბიზნესისთვის ყველაზე ცუდ ქვეყნად დასახელდა ჩადის რესპუბლიკა, რომელიც განთავსდა კიდეც უკანასკნელ, 153-ე პოზიციაზე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მოხსენების თანახმად, საქართველო Doing Business 2018-ის რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს..