გახმაურებული დანაშაული გახსნილია: დაკავებულია 17 წლის ახალგაზრდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდამნაშავის დაპატიმრება
დამნაშავის დაპატიმრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია ორი დღის წინ რუსთაველის პროსპეტქტზე მომხდარ დანაშულზე, რა დროსაც ბრალდებულმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მოზარდს და ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ სოფელ წეროვანში 17 წლის ჯ.ჩ. დააკავა, რომელსაც 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

საუბარია ორი დღის წინ თბილისში, რუსთაველის პროსპეტქტზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სკვერში მომხდარ გახმაურებულ დანაშულზე. რა დროსაც, შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მოზარდს და ადგილიდან მიიმალა.

ზურგისა და მკერდის არეში დაჭრილი, რომლის მდგომარეობაც თავდაპირველად მძიმე იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისათვის პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის პალატაშია გადაყვანილი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0