ყაჩაღობაში ბრალდებული დავით როსტომაშვილის ვაჟი სასამართლომ გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლოს ჩაქუჩი
სასამართლოს ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულმა საკუთარი ჩვენება სასამართლოზე შეცვალა

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო გიორგი როსტომაშვილი — ცნობილი ქართველი იუმორისტის დავით როსტომაშვილის ვაჟი, რომელსაც ბრალი გამოძალვასა და ყაჩაღობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ედებოდა და ის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

როსტომაშვილი და მისი მეგობარი ნიკოლოზ მჭედლიანი პოლიციამ ამა წლის მარტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათ იარაღის მუქარით თავს დაესხნენ მამაკაცს, წაართვეს მას ოქროს სამკაულები, ძვირადღირებული მზის სათვალე და საათი და მისი კუთვნილი მანქანა გაიტაცეს. სასამართლომ მჭედლიანიც უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ყაჩაღობა და კანონიერ ქურდთან კავშირი: აზერბაიჯანის მოქალაქეები სასამართლოს ელოდებიან

ადვოკატ იმედა გოროშვილის თქმით, დაზარალებულმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყაჩაღური თავდასხმა სწორედ მათ ჩაიდინეს, სასამართლო დარბაზში ჩვენება იმ მიზეზით შეცვალა, რომ ინციდენტის დროს იყო ნასვამი და მომხდარის შესახებ მთელი სიზუსტით მსჯელობა არ შეუძლია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პროკურატურა, რომელიც მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

„ბრალდების მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მიაჩნია, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იყო კონკრეტული პირების ბრალეულობა. საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, — განუცხადა პროკურორმა ჟურნალისტებს.

მიმდინარე წლის მარტიდან დეკემბრამდე ბრალდებულებმა საპატიმროში გაატარეს.

ყველა ახალი ამბავი
0