ყაჩაღობა და კანონიერ ქურდთან კავშირი: აზერბაიჯანის მოქალაქეები სასამართლოს ელოდებიან

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის მოქალაქეების სასამართლო, რომლებსაც საქართველოში ადგილობრივ მცხოვრებლებზე ყაჩაღური თავდასხმა ედება ბრალად, იანვრის ბოლოს დაინიშნა

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ყაჩაღობაზე დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქეების წინასასამართლო მოსმენა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 26 იანვარს გაიმართება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სასამართლოს მენეჯერმა ავთანდილ კვინიკაძემ.

აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელ კანონიერ ქურდ ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად გული) კავშირში არიან, 2 დეკემბერს თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში დააკავეს.

მამაკაცი პისტოლეტით ხელში - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია

მათ საქართველოს ორ მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმა ედებათ ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში, საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც ავტომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ხუთი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა მათ ძალის გამოყენების მუქარით, 140 ათასი აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ასევე, პირადი ნივთები გამოსძალეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმეში ფიგურირებს ასევე საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც თავდამსხმელებს ეხმარებოდნენ. ისინი დაკავებულები ჯერჯერობით არ არიან, სამართალდამცავი ორგანოები მათ ძებნას აწარმოებენ.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე მუხლით აღიძრა (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0