თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ეროვნული პოლიციის კიევის ოლქის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 49 წლის საქართველო მოქალაქე, წარსულში „კანონიერი ქურდი", ამჟამად — კრიმინალური „ავტორიტეტი" დააკავეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საუბარი მიდის დანაშაულზე, რომელიც საქართველოს მოქალაქემ 2017 წლის მარტში კიევის ოლქის დაბა ვორზელში ჩაიდინა. მან ადგილობრივი მკვიდრი დანით გულმკერდის არეში დაჭრა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სსკ-ის „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების" მუხლით აღიძრა, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, პოლიციელებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქ ადრე საზღვარგარეთ ჩადენილი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. საერთო ჯამში დაკავებულმა საპატიმრო დაწესებულებებში 27,5 წელი გაატარა.
ბოლოს ის 2014 წელს უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით გაასამართლეს და 8 წლით პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა, საქართველოს მოქალაქე საპატიმროდან 2016 წელს გაათავისუფლეს.