თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად ერიკ ჰეგი დაინიშნა, ნათქვამია საგარეოპოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ჰეგი 2015 წლის აპრილიდან იყო EUMM-ის ხელმძღვანელის მოადგილე, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან ხელმძღვანელის მოვალეობებს ასრულებდა.
უფრო ადრე, 16 წლის განმავლობაში ჰეგი მუშაობდა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ორ და მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში იყო დაკავებული. მას ხელმძღვანელი პოსტები ეკავა კოპენჰაგენსა და ქვეყნის საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში.
პროფესიონალი დიპლომატის სახით ერიკ ჰეგი დანიის საელჩოდან გაიგზავნა ტალინში, მოსკოვში და გაეროში — ნიუ-იორკში დანიის მუდმივ წარმომადგენლობაში.
„EUMM საქართველო ადგილებზე უსაფრთხოებისა და სტაბილური ვითარების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ელემენტია. ჰყავს რა 300-ზე მეტი თანამშრომელი, ის ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის გამყარების საქმეში. თავს მართლაც პრივილეგირებულად ვგრძნობ საქართველოში EUMM-ის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. გავაკეთებ ყველაფერს, რათა განვაგრძო ის შესანიშნავი მუშაობა, რომელიც დღესდღეობით მისიამ გასწია", — განაცხადა ჰეგმა.
დანიელი პოლიტიკოსის დანიშვნის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტმა მიიღო.
EUMM საქართველოში 2008 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. მისიის თანამშრომელია ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა.
EUMM — ესაა დამკვირვებლების სამოქალაქო შეუიარაღებელი მისია, რომელიც კონფლიქტის ზონებში ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის პროცესებს უჭერს მხარს საქართველოსა და რუსეთს შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში მოეწერა ხელი.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.