დაჭრილი მოზარდი თბილისის ცენტრში - ახალი დეტალები

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი საავადმყოფოში
პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდს ოთხი ჭრილობა აქვს, ბრალდებული დაკავებული ჯერ არ არის

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დაჭრეს, სტაბილურია, განაცხადა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის (ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა) პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

მოზარდი სამშაბათს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში ცივი იარაღით გულმკერდისა და ზურგის არეში დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მას ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს", — განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" კლინიკაში.

ექიმების ბრიგადა ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
მოზარდს გულ-მკერდისა და ზურგის არეში 4 ჭრილობა აქვს მიყენებული

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა მოზარდის დაჭრის მიზეზი. საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.

„დღესდღეობით ბრალდებულების იდენტიფიკაციის ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მათი იდენტიფიკაცია. საბედნიეროდ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება", — განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

ამასთან, როგორც კერძო სკოლა „ოქროს აკვნის" დირექტორმა მაია მიქაძემ განაცხადა, ინციდენტის დროს მოზარდთან ერთად მისი თანაკლასელები არ იმყოფებოდნენ.

მისი მონაცემებით. მოზარდს თან ახლდნენ ყოფილი თანაკლასელები 117-ე საჯარო სკოლიდან. ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, პოლიციას მოზარდის თანაკლასელები ჯერ არ დაუკითხავს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა", რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0