მოზარდს გულ-მკერდისა და ზურგის არეში 4 ჭრილობა აქვს მიყენებული

© Pixabay / sasintექიმების ბრიგადა ოპერაციაზე
ექიმების ბრიგადა ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი, რომელიც თბილისის ცენტრში სკვერში დაჭრეს, საოპერაციოშია

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული 15 წლის მოზარდს, რომელიც თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში დაჭრეს, განუცხადა ჟურნალისტებს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ერთ-ერთმა ექიმმა (ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა).

მოზარდი სამშაბათს დღისით, სავარაუდოდ, დანით არის დაჭრილი. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, მას ოპერაცია უტარდება.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
თბილისში სისხლიანი გარჩევის დეტალების დამალვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

„პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოყვანისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში და წელის მიდამოში. აღენიშნება ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი პლევრისა და პერიკარდის დაზიანებით. პაციენტი ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში, მიმდინარეობს ოპერაცია“, — განაცხადა ექიმმა. 

რა გახდა მოზარდის დაჭრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0