უკრაინაში 2017 წელს საქართველოს 650-ზე მეტი მოქალაქე არ შეუშვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზით საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე არ შეუშვა

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევის აეროპორტებში 2017 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში საქართველოს 650-ზე მეტი მოქალაქე არ შეუშვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости Украина ქართულ სააგენტო „ინტერპრესნიუსზე" დაყრდნობით.

საქართველოსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ორივე ქვეყნის მესაზღვრეებს აქვთ უფლება, მოქალაქე ამა თუ იმ მიზეზით ქვეყანაში არ შეუშვან.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საბარგულში ჩამაგდეს და წამიყვანეს - უკრაინიდან ქართველი ჟურნალისტის დეპორტაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში „ბრისპოლისა" და „ჟულიანის" აეროპორტების გავლით, უკრაინაში შესვლა საქართველოს 652 მოქალაქეს აეკრძალა.

ამასთან, აღინიშნება, რომ გასულ ორ წელთან შედარებით, 2017 წელს არასასურველი პერსონების რაოდენობა საქართველოდან მნიშვნელოვნად შემცირდა. 2015 წელს უკრაინაში შესვლა აეკრძალა საქართველოს 796 მოქალაქეს, ხოლო 2016 წელს — 700-ს, ხოლო 2017 წელს — 652-ს.

მთლიანობაში აეროპორტების მეშვეობით უკრაინის ტერიტორიაზე 2017 წელს საქართველოს 31-ათასზე მეტი მოქალაქე შევიდა.

წლის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც კიევში არ შეუშვეს ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ჟურნალისტები, რომლებიც აქტიურად აშუქებდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას უკრაინაში. ტელეკომპანიის ცნობით, მხოლოდ ბოლო სამ თვეში კიევში არ შეუშვეს მასმედიის ათზე მეტი წარმომადგენელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0