რამდენი დაიხარჯა ქართულ საფეხბურთო კლუბებზე 2017 წელს

© courtesy of FC Dinamo Tbilisiფეხბურთი. „დინამო“ თბილისი - „დინამო“ ბათუმი
ფეხბურთი. „დინამო“ თბილისი - „დინამო“ ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წლის საკუთარი ხარჯების ანგარიში წარმოადგინა

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თითქმის 32 მილიონი ლარი დახარჯა 2017 წელს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა(GFDF) 80 კლუბზე, რომლებიც ოთხ ქართულ საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობენ, ნათქვამია ორგანიზაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თანხის ნახევარი — 16 მილიონი ლარი დაიხარჯა კლუბებზე, რომლებიც ეროვნულ ლიგაში გამოდიან. ამაში შედის საბაზო დაფინანსება — ერთი მილიონი ლარი თითოეულ კლუბზე, წახალისების საშუალებები, პრემიები ჩემპიონატში და საქართველოს თასში გამოსვლისთვის. მიღებული თანხების მიხედვით ლიდერი აღმოჩნდა თბილისის „დინამო“, რომლის ანგარიშებზე გადარიცხულია 1,929 მილიონი ლარი. 

საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები (U-19) - Sputnik საქართველო
ქართველმა ფეხბურთელებმა ანდორას ვერ მოუგეს

9,113 მილიონი ლარი ფონდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის 10 კლუბზე დახარჯა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი ერგო საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“, რომელმაც სეზონის შედეგების მიხედვით ეროვნულ ლიგაში მოხვდა.

მესამე ლიგის 20 გუნდი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, ხოლო რეგიონული ლიგის 40 გუნდზე თითქმის ორი მილიონი ლარი დაიხარჯა.

საერთო ჯამში, ქართული კლუბების დაფინანსებაზე ფონდმა მიმდინარე წელს 31 მილიონი 860 ათასი 685 ლარი გამოყო.


ყველა ახალი ამბავი
0