ქართველმა ფეხბურთელებმა ანდორას ვერ მოუგეს

© photo: Nogometni savez Bosne i Hercegovine / FBსაქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები (U-19)
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები (U-19) - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები საფრანგეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-19) ბოსნია და ჰერცეგოვინაში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მეორე მატჩი ანდორის გუნდის წინააღმდეგ ფრედ 1:1 დაასრულა. 

თავიდან მატჩის ფავორიტებად გიორგი ყიფიანის აღსაზრდელები მიიჩნეოდნენ. ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარი უპირატესობა გოლად პირველი ტაიმის ბოლოს აქციეს, როდესაც ნიკა ნინუამ 11-მეტრიანი დარტყმა განახორციელა.

45-ე წუთზე მეორე გაფრთხილება ბექა დარცმელიამ მიიღო, რაც, საბოლოო ჯამში, თამაშის შედეგზე აისახა.

მატჩი საქართველოს და ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის  (U-21) - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

მიუხედავად იმისა, რომ ანდორას ფეხბურთელებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრების კარნახით მიმდინარეობდა. მაგრამ არცერთი სახიფაო მომენტი გოლად ვერ იქცა.

ანდორამ კი ერთგვარი საფინალო შტურმი მოაწყო, 86-ე წუთზე ქართველმა მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა გრაუ სამპერის დარტყმა ვერ მოიგერია და ანგარიში გათანაბრდა.

ამ შედეგმა საქართველოს ნაკრებს ტურნირის ელიტ-რაუნდში გასვლის შანსი დაუკარგა.

შესარჩევ რაუნდში ორი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1 ქულით ჯგუფში მე-11 ადგილს იკავებს. კვარტეტის ლიდერია საფრანგეთი, რომელმაც ბოსნია და ჰერცეგოვინას ანგარიშით 2:1 მოუგო.

ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პარალელურ შეხვედრაში ბოსნია და ჰერცეგოვინას და ანდორას გუნდები შეხვდებიან.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატის (U-19) შესარჩევ რაუნდში 52 ნაკრები მონაწილეობს. ისინი 13 ჯგუფად არიან დაყოფილი, თითოეულში ოთხ-ოთხი გუნდია, რომლებიც ერთმანეთში მინი-ტურნირებს ერთ-ერთი მონაწილის ტერიტორიაზე ატარებენ. მე-11 ჯგუფში ტურნირი ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება. მომდევნო სტადიაში — ელიტ-რაუნდში თითოეული კვარტეტის ორი საუკეთესო ნაკრები გადადის.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატი (U-19) მომდევნო წლის ივლისში ფინეთში შედგება.


ყველა ახალი ამბავი
0