საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

© FB / Georgian Football Federationმატჩი საქართველოს და ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის (U-21)
მატჩი საქართველოს და ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის  (U-21) - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და ფინეთის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრის შედეგი ბოლო 10-მა წუთმა განაპირობა

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-21) თბილისში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ფინეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა — 2:2.

სტუმრებმა აქტიური თამაში დაიწყეს და უკვე მე-9 წუთზე გოლი გაიტანეს. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ბენჯამინ კიალმანი ყველაზე სხარტი აღმოჩნდა და ფინელები დააწინაურდნენ კიდეც.

მეორე ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა. მიხეილ მესხის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა ერთბაშად სამი გოლი იხილა.

© FB / Georgian Football Federationმატჩი საქართველოს და ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის (U-21)
Матч между сборными Грузии и Финляндии (U-21) по футболу - Sputnik საქართველო
მატჩი საქართველოს და ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის (U-21)

59-ე წუთზე შეცვლაზე გამოსული გიორგი ბერიძის დარტყმამ ფინელების მეკარე უგო კეტო დააბნია და საქართველომ ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ თამაში რაღაც დროის განმავლობაში მშვიდად წარიმართა და ბოლო 10 წუთში „აფეთქდა“. 83-ე წუთზე სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. გოლის ავტორი ისევ კიალმანი გახდა. 

სამი წუთის შემდეგ რომან ჭანტურიამ შულაიას პასი მიიღო და გოლი გაიტანა.

© photo: Georgian Football Federation / FBმატჩი საქართველოს და ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის (U-21)
Матч между молодежными сборными Грузии и Финляндии по футболу (U-21)  в Тбилиси   - Sputnik საქართველო
მატჩი საქართველოს და ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის (U-21)

„მოლოდინი მქონდა იმისა, რომ რთული თამაში იქნებოდა და ესეც მოხდა. გვქონდა საკადრო პრობლემები, ნახევარდაცვაში ბევრი ფეხბურთელები გვაკლდა, რამაც დიდი როლი ითამაშა, რომ დღევანდელ თამაშში 3 ქულა ვერ ავიღეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დაიხარჯნენ, ვერ ვიტყვი ვერავისზე, რომ არ მოინდომა. ჩვენ ორჯერ შევძელით ანგარიშის გათანაბრება. ჩვენ გვქონდა მატჩში დაწინაურების ბევრი შანსი და სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ალბათ ლოგიკური იყო, ფრედ რომ დასრულდა“, — განაცხადა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეხვედრის შემდეგ.

ამ ფრეს შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მესამე შესარჩევ ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა. მანამდე ქართველი ფეხბურთელები პოლონეთთან (0:3), დანიასთან (2:5) და ფარერებთან (1:3) დამარცხდნენ.

მომდევნო შესარჩევ მატჩს გეგუჩაძის აღსაზრდელები 14 ნოემბერს ლიტვის წინააღმდეგ გამართავენ. ეს თამაშიც თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0