ბრძოლა ადგილისთვის: პენსიონერი პისტოლეტის მუქარით მოითხოვდა ადგილის დათმობას

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმეტროში
მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოხუცმა ახალგაზრდა ქალს პოლიციელად წარუდგინა თავი, შემდეგ კი საყიდლების პარკიდან პისტოლეტი ამოიღო...

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ბერლინის მტეროში ასაკოვანი მამაკაცი პისტოლეტით ემუქრებოდა ახალგაზრდა გოგონას და ადგილის დათმობას მოითხოვდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბერლინის ოფიციალურ პორტალზე დაყრდნობით.

მეხიკოს ერთ-ერთი ქუჩა - Sputnik საქართველო
მოხუცებულთა სახლი „პენსიონერი“ მეძავებისთვის

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ახლახან, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

„78 წლის მამაკაცი აგრესიულად მოითხოვდა, რომ 25 წლის გოგოს მისთვის ადგილი დაეთმო“, — აცხადებენ თვითმხილველები.

მოხუცმა ახალგაზრდა ქალს პოლიციელად წარუდგინა თავი, შემდეგ კი საყიდლების პარკიდან პისტოლეტი ამოიღო.

საბოლოოდ, მამაკაცი ვაგონიდან ჩავიდა, მაგრამ პოლიციამ ის დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. იქ მისი ვინაობა დაადგინეს, იარაღი ჩამოართვეს და შინ გაუშვეს.

პოლიციის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0