მოხუცებულთა სახლი „პენსიონერი“ მეძავებისთვის

© photo: Pixabay / eddymayorgagliმეხიკოს ერთ-ერთი ქუჩა
მეხიკოს ერთ-ერთი ქუჩა - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
ამ სახლმა მასწავლა, რომ ცხოვრება რაღაცად ღირს, რომ მეც, ნებისმიერი სხვა ქალის მსგავსად, გამაჩნია ჩემი ღირსების გრძნობა. ახლა ვამბობ, რომ ქალმა შეიძლება დაკარგოს თავისი პატიოსნება, მაგრამ ღირსება – არასდროს...
მეხიკოს ქუჩებში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ კარმენ მუნიოსი ერთხელაც დაფიქრდა: რა იქნება მათთვის, სექს-მუშაკებისთვის, როცა ისინი დაბერდებიან? და მან გადაწყვიტა გაეხსნა მოხუცებულთა სახლი ყოფილი მეძავებისთვის.
ძველი მეხიკოს რაიონში, ლორეტოს მოედანზე, XVI საუკუნის ძველი სახლებით გარშემორტყმულ ადგილზე დაიწყო კარმენ მუნიოსმა თავისი რთული გზა.
მეხიკოში ის თავის დროზე სამუშაოს საძებნელად ჩავიდა. ვიღაცამ წმინდა ტერეზას ეკლესიაში მღვდელი მიასწავლა, რომელიც მას სამსახურის ძებნაში უნდა დახმარებოდა.
კარმენი 22 წლის იყო, წერა-კითხვა არ იცოდა, უკვე შვიდი შვილი ჰყავდა და ისინი რამენაირად უნდა გამოეკვება.
მღვდლის პასუხს ოთხი დღე ელოდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ მისგან დახმარებას ვერ მიიღებდა.
ქალის ტვინის მოწყობილობა სიყვარულის, როგორც სექსის განსაზღვრებას ვერ ეგუება - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2016
სიყვარული, სექსი და...
მან მხოლოდ ის მითხრა, რომ სამუშაო ბევრია და თავად უნდა მომეძებნა რამე. ტირილით წამოვედი, მეწყინა, მღვდელი რომ ასე მომექცა, იხსენებდა კარმენი მოგვიანებით.
მასთან ამ დროს ერთი ქალი მივიდა დასამშვიდებლად, დაანახა ერთი მამაკაცი და უთხრა — ეს კაცი 1000 პესოს მოგცემს, თუ მასთან ერთად წახვალ. მაშინ ეს თანხა კარმენს მთელი ქონება ეგონა, მაგრამ დაახლოებით 5 ამერიკულ ცენტს უდრიდა.
გოგონა დაინტერესდა, სად უნდა წასულიყო ამ კაცთან ერთად, რატომ, რა სამუშაო იყო. მაშინ ქალმა აუხსნა, რომ ამ კაცთან უნდა დაწოლილიყო.
კარმენი შოკში იყო, მაგრამ ქალმა ჰკითხა — გირჩევნია შენ ქმართან დაწვე, რომელსაც საპნის ფულის შოვნაც არ შეუძლია, ვიდრე იმასთან, რომელიც ამისთვის ფულს მოგცემს და ამით შენს შვილებს საჭმელს უყიდი?
კარმენი გაჰყვა მამაკაცს, რომელმაც მას 1000 პესო მისცა, მაგრამ არაფერი მოუთხოვია, უთხრა, რომ არ უნდა სხვისი უბედური მდგომარეობით ისარგებლოს. გოგონა ატირდა, კაცმა კი ფულის შეკვრა ჩაუდო ხელში. ალბათ ფიქრობდა, რომ გოგონა დაბრუნდებოდა.
მომდევნო დღეს სასოწარკვეთილება მრისხანებამ შეცვალა, კარმენი იმავე ადგილზე დაბრუნდა, ლორეტოს მოედანზე და ფიქრობდა, რომ ამიერიდან მისი შვილები არასდროს აღარ იშიმშილებდნენ.
რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი? - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2016
„მაინც ენატრება სხვისა“ – ანუ რატომ არის სხვისი ცოლი უფრო „ტკბილი?“
იმ დღიდან მოყოლებული კარმენი პროსტიტუციით ირჩენდა თავს. რაიონს, სადაც მუნიოსი საქმიანობდა, ლა-მერსედი ჰქვია, შედგება 106 კვარტლისგან. შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. აქ არის განთავსებული ქალაქის ყველაზე ძველი შენობები, ძირითადი სავაჭრო სახლი და ყველაზე დიდი „წითელი ფანრების“ რაიონი.
„როგორც კი სხეულით ვაჭრობა დავიწყე, ფულმა მთლიანად დამიბინდა გონება. უცბად გავიაზრე, რომ რაღაცად ვღირვარ, ვიღაც მზადაა გადაიხადოს ჩემთან ყოფნისთვის მაშინ, როდესაც ჩემი შვილების მამა მეუბნებოდა, რომ საშინელი ვარ და არაფრად ვღირვარ", — იხსენებდა მოგვიანებით მუნიოსი.
ქუჩაში მუშაობას უკვალოდ არ ჩაუვლია. პოლიციაცა და სუტენიორებიც თავის წილს ითხოვდნენ. არაერთხელ უცემიათ და შეურაცხყოფა მიუყენებიათ. ამასთან ერთად კარმენი ნარკოტიკებსა და სასმელს მიეძალა.
მიუხედავად ყველაფრისა, ის კმაყოფილია.
„ამ სამუშაოს წყალობით შევძელი შვილებზე მეზრუნა, მათ თავზე ჭერი ჰქონოდათ — საკმაოდ კარგი სახლი“, — აღნიშნა კარმენმა.
წლების შემდეგ უკვე მან მისცა თავშესაფარი სხვა „ღამის ფარვანებს“.
ერთხელ, ღამით, როდესაც ქუჩას მიუყვებოდა, კარმენმა ჭუჭყიანი ბრეზენტის ქვეშ რაღაც მოძრაობა შენიშნა. მივიდა, ეგონა, მის ქვეშ ბავშვები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს გასათბობად მიკრული ორი ქალი დაინახა. მუნიოსმა მათში სექს-მუშაკები — თავისი კოლეგები ამოიცნო.
მუნიოსს ძალიან შეეცოდა ისინი, დაეხმარა, ფეხზე წამოაყენა, ყავა უყიდა და იაფფასიან სასტუმროში ნომერი დაუქირავა.
ამ ისტორიამ კარმენი ჩააფიქრა — რამდენი ქალი მუშაობდა მოედანზე. როდესაც მათი სილამაზე დაჭკნა, ასაკისა და ქუჩაში მძიმე ცხოვრების გამო ბევრი მათგანი მიუსაფარი აღმოჩნდა. ოჯახებმა მათზე უარი თქვეს, წასასვლელი არსად ჰქონდათ… მუნიოსმა მოქმედება გადაწყვიტა.
მომდევნო 13 წელი ის ცდილობდა ქალაქის მესვეურებთან იმისთვის მიეღწია, რომ უსახლკარო სექს-მუშაკებისთვის მოხუცებულთა სახლი შეექმნათ. რამდენიმე ცნობილი მხატვრის, მერსედელი მეზობლებისა და სხვა მეძავების მხარდაჭერით მან, ბოლოს და ბოლოს, დაარწმუნა ჩინოვნიკები. ქალაქმა მათ ლორეტოს მოედნიდან სულ რამდენიმე კვარტალში XVIII საუკუნის დიდი შენობა გამოუყო.
როდესაც ქალები შენობაში პირველად შევიდნენ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს რაღაც საოცრება იყო. ისინი სიხარულისგან ტიროდნენ და ყვიროდნენ — ამიერიდან უკვე საკუთარი სახლი ჰქონდათ.
მამაკაცის წარმატებების ლამის 99% ცოლის ქცევაზეა დამოკიდებული - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2016
მამაკაცებო, გაფრთხილდით! ანუ ვირუსი, რომელიც მამაკაცებს ანადგურებს
სახლის გაწმენდასა და გარემონტებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. პირველი მოსახლეები მასში 2006 წელს დაბინავდნენ. თავის პირველ სახლს ქალებმა „შოჩიკეცალის სახლი“ (შოჩიკეცალი — ლათ. Xochiquetzal — სიყვარულის, ნაყოფიერების, ყვავილთა, ორსულობის, საოჯახო საქმეთა ქალღმერთი აცტეკურ მითოლოგიაში) უწოდეს.
ახლა ამ სახლში მუშაობს ბიჟუტერიისა და ხელოვნური ყვავილების, ასევე სხვა სახელოსნოები.
„შოჩიკეცალის სახლში“ ქალებს არა მარტო ასწავლიან სხვადასხვა ხელობას, არამედ მათ ეხმარებიან სამედიცინო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და იქ მცხოვრებ ქალებს საკუთარი ღირსების გრძნობას უვითარებენ.
„ამ სახლმა მასწავლა, რომ ცხოვრება რაღაცად ღირს, რომ მეც, ნებისმიერი სხვა ქალის მსგავსად, გამაჩნია ჩემი ღირსების გრძნობა. ახლა ვამბობ, რომ ქალმა შეიძლება დაკარგოს თავისი პატიოსნება, მაგრამ ღირსება — არასდროს“, — ამბობს „შოჩიკეცალის სახლის“ ერთ-ერთი ბინადარი მარბელია აგილიარი.
ამჟამად „შოჩიკეცალის სახლში“ 25 უსახლკარო ქალი ცხოვრობს. მათი ასაკი 55-დან იწყება. ბევრი აღარ მუშაობს, თუმცა ზოგი მაინც გადის "პანელზე".
ბოლო 11 წლის განმავლობაში აქ თავშესაფარი 250-ზე მეტმა სექს-მუშაკმა მიიღო.
ფინანსებთან დაკავშირებით საკმაოდ უჭირთ — ქალაქის ხელისუფლების მიერ გამოწერილი გრანტი შეამცირეს და ახლა თავშესაფარი საქველმოქმედო შენატანებით არსებობს.
სახლში ქალები ერთმანეთს კარგად ეწყობიან მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის დროს მეტოქეები იყვნენ და ხანდახან დაუფარავად მტრობდნენ კიდეც ერთმანეთს.
„ჩვენ ვიმსახურებთ ადგილს, სადაც შეიძლება ცხოვრების ბოლო დღეების გატარება მშვიდ ვითარებაში“, — ამბობს მუნიოსი და იმედი აქვს, რომ ოდესმე თავადაც ამ სახლში დაბინავდება.
ყველა ახალი ამბავი
0