თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა კვირის ბოლომდე შეიზღუდება

გამოწერა
მოძრაობის შეზღუდვა ორბელიანის მოედანზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რემონტს უკავშირდება

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ტრანსპორტის მოძრაობა კვირის ბოლომდე შეზღუდული იქნება თბილისის ცენტრში, ორბელიანის მოედანზე, სადაც მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს მოედნის მასშტაბურ რესტავრაციას, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

„ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება", — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას განახორციელებს

ორბელიანის მოედნის აღდგენა თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა. პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. კერძოდ, მიმდინარეობს საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, ახალი სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, კანალიზაციისა და წყლის, ასევე ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების ქსელის განახლება და მოწესრიგება. ასევე პროექტი გულისხმობს ისტორიული და ჩვეულებრივი შენობების რესტავრაციას, მიწისქვეშა პარკინგს, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ორბელიანის მოედნის აღდგენა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0