თბილისის მერია ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას განახორციელებს
„ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება უსაყვარლესი ადგილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის და ჩამოსული სტუმრებისთვის“ — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა
ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 52 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსდება. ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს.