თბილისში ცხენისა და ვირის ხორცს საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად ყიდდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმწვადი შამფურებზე
მწვადი შამფურებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეალიზტორები დააჯარიმეს, პროდუქცია ამოღებულია

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის 12 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვმია კვლევაში, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საზოგადეობრივი კვების ობიექტებსა და პროდუქტების რეალიზების ადგილებში ხორცის სახეობრივ კვლევას სპეციალისტები 2017 წლის მარტიდან ატარებენ. სპეციალისტებმა აიღეს მზა კერძების და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში ცხენის და ვირის ხორცის შემცველობაზე შეამოწმეს.

„კვლევის შედეგად გამოვლინდა 12 დარღვევა, კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში — ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ“, — განაცხადეს სურსათის სააგენტოში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ დამრღვევებს საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან ამოღება და მისი რეალიზების შეწყვეტა მოსთხოვეს.

ტარხუნის ლიმონათი „ლაღიძის წყლებში“ - Sputnik საქართველო
რას ვსვამთ? აიკრძალა ოთხი ქართული კომპანიის ლიმონათი

ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.

ცხენისა და ვირის ხორცი ძირითადად აღმოჩენილია ნახევარფაბრიკატებში: გაყინულ კატლეტებში, ხინკლებში, პელმენებში, ფარშში, ტოლმაში, ბლინებში, ქაბაბსა და სხვა მზა და ნახევრად მზა კერძებში.  

ობიექტების სია, რომლებშიც ხორცპროდუქციის აღნიშნული ნიმუშებია ამოღებული, ვებგვერდზეა წარმოდგენილი.

კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზება აკრძალული არ არის. მაგრამ მოვაჭრეებმა უნდა დაიცვან ყველა მოთხოვნა, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. საქონელი უნდა იკვლებოდეს სასაკლაოზე და უნდა იყოს აცრილი. ხორცის პროდუქციას აუცილებლად უნდა ახლდეს ეტიკეტი, რომელზეც ხორცის სახეობა იქნება მითითებული.


ყველა ახალი ამბავი
0