ჯაზ ვოკალისტი ზუგდიდის მუნციპალიტეტ სოფელ კახათში დაიბადა და გაიზარდა, ბავშობიდან მღერის, უკრავს ბას გიტარასა და ფორტეპიანოზე.
მუსიკალური განათლება თეონა მოსიამ ავსტრიაში მიიღო. მან 2014 წელს დაამთავრა პრაინერის კონსერვატორიის ჯაზვოკალისტის ფაკულტეტი. მუსიკოსი და ვოკალისტი მეგრულის გარდა, ქართულ, ინგლისურ და გერმანულენვან სიმღერებს ასრულებს.
„12 წელია ავსტრიაში ვცხოვრობ, 2014 წელს დავიწყე აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა, სამი წელია რაც ბენდი დავაარსე, ვმონაწილეობ სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში, კულტურულ ღონისძიებებში, ვმღერი ჯაზ კლუბებში მუსიკოსებთან ერთად’’ —უთხრა Sputniki-საქართველოს’’ თეონა მოსიამ.
თეონა მოსიამ მისი ლექტორის მატილდა ლეკოს რეკომენდაციით ძველი და ახალი მეგრული ფოლკის ჯაზის და მეგრულის სინთეზი, იმპროვიზაციები შექმნა.
„ცნობილია რომ მე „მეგრულ ჯაზს" ვუკრავ, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩემს პროგრამაში ჯაზის სტანდარტებს, მე მათ გვერდს ვერ ავუვლი… ჯაზი ეს ჩემშია და ეს მე გვიან აღმოვაჩინე… ჩემთვის მეგრული ჯაზის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯაზის საფუძვლები, რომელსაც კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში დავეუფლე, კონცერტს ვმართავ უკვე ერთი წელია გერმანიაში და აღფრთოვანებული ვარ გერმანული პუბლიკით, გერმანიაში უფრო აინტერესებთ ქართული ჯაზი, ვიდრე ავსტრიაში’’
ბენდი შეიქმნა 2014 წელს, მისი წევრები არიან: ვოკალისტი — თეონა მოსია, პაინისტი ნიკოლას სტანოშევიჩი, კონტრაბასი — ნავით ჯავადი, დრამერი — გერფრიედ კრაინერი.
„ბენდის შექმნში დიდი როლი მიუძღვის ნიკოლას, ის საოცრად კარგი პიანისტია და მეგრულ სიმღერებს საუკეთესოდ ასრულებს. მისი რეკომენდაციით ავიყვანეთ ბენდში კონტრაბასი ნავით ჯავადი და დასარტყამ ინსტრუმენტზე — გერფრიედ კრაინერი. კარგ მუსიკოსებთან ერთად ისინი კარგი კოლეგები არიან’’.
გასულ წელს ცნობილმა ავსტრიელმა პიანისტმა, იოჰანეს თომასმა ჩაწერა ალბომი 5 მომღერალთან ერთად, მათ შორის ერთ-ერთი ქართველი შემსრულებელი თეონა მოსიაა.
„ალბომს ჰქვია „colors of voices", სადაც შესულია 4 სიმღერა ჩემი შესრულებით და არანჟირებით — „მზის სიმღერა", „იავნანა", „ჰარირა" და „მაფშალია". „ჰარირა" და „მაფშალია" არის მეგრულად“.
თეონა მოსიას რეპერტუარი მრავალფეოვანი და საინტერესოა, ის წარმატებულ კონცერტებს მართავს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.
მას ვენაში, ლიენდში, ჰამბურგში, მიუნხენში, ფრაიბურგში, ფრანკპურტში, ბერლინში ერთგული მაყურებელი და მსენელი ყავს.
„ავსტრიაში ძალიან ხშირად მაქვს კონცერტები. 10 დეკემბერს ბერლინში მქონდა ორი კონცერტი, სადაც ავსტრიელმა პიანისტმა იოჰანეს თომამ მიმიწვია… ბერლინში კონცერტზე პირველად დავუკარი სცენაზე გერმანელ მუსიკოსებთან ერთად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი იყო ჩემთვის, კონცერტს დაესწრო ჩემი ლექტორი მატილდა ლეკო".
„რიმტირი ჯაზი’’ პროექტის ფარგლებში თეონა მოზარდებს ამეცადინებს. ყავს ქართველი, ავსტრიელი და სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები, პარალელურად მუშაობს ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში Weltkultur Schule, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ სიმღერებს, მათ შორის ქართულ ხალხურს მუსიკას ასწავლის მოზარდებს…
„გაკვეთილების ბოლოს მთხოვენ „ერეხელი’’ ვუმღერო და ტრადიციად იქცა ამ სიმღერით გაკვეთილის ბოლოს დამშვიდობება’’
თეონას სამომავლო გეგმებში ახალი სიმღერების შექმნა და კონცერტებია — „ვგეგმავ ალბომის გამოშვებას, თუმცა, ძალიან ძვირი ჯდება, ამ ეტაპზე ეს ჩემს შესაძლებლობეს აღემატება, ძალიან ბევრი სიმღერა დამიგროვდა", — გვითხრა მომღერალმა.
ვენაში მოღვაწე ქართველი ჯაზ მომღერლის სურვილია საკუთარი რეპერტუარი ბენდთან ერთად ქართველ მსენელს გააცნოს.
თინათინ ბუკია