„საქართველოს ბანკზე“ მორიგი თავდასხმა მოხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ბანკის“ ერთი და იგივე ფილიალის გაძარცვის მეორე მცდელობა წარმატებით დასრულდა

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ყაჩაღური თავდასხმა მოხდა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
ბანკის ძარცვა თბილისში: ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შსს-ში არ აკონკრეტებენ იმას, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ მას თანამზრახველებიც ჰყავდა. არ სახელდება აგრეთვე მოპარული თანხის ოდენობაც.

სისხლის სამართლის საქმე „ყაჩაღობის“ მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე ვადით ისჯება.

ტელეკომპანია Rustavi2-ის მონაცემებით, საუბარია „საქართველოს ბანკის“ იმ ფილიალზე, რომელზეც ყაჩაღური თავდასხმა სექტემბერშიც განხორციელდა. მაშინ ბოროტმოქმედმა ფულადი თანხის წაღება სცადა, თუმცა მას პოლიციამ მიუსწრო და მან თავი მოიკლა.

ყველა ახალი ამბავი
0