საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა კვირას ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს. იხილეთ ფოტოლენტა, თუ როგორ იჭრებოდნენ მომიტინგეები შენობაში
შტურმის შემდეგ, რომელიც სააკაშვილის მომხრეების მიერ შენობის დატოვებით დასრულდა, მათმა ოპოზიციურმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ადგილი ქონდა პროვოკაციას, რამაც შენობაში შეჭრის მცდელობა გამოიწვია. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის არ არის ძალადობის მომხრე. მან თავის მომხრეებს მოუწოდა, მომავალში არ წამოეგონ სხვადასხვა პროვოკაციებს.

როგორც სააკაშვილმა შტურმის შემდეგ მიტინგზე განაცხადა, მის მომხრეებს პირობა მისცეს, რომ ოქტომბრიოს სასახლეში გამოუყოფენ ადგილს, სადაც ოპოზიციონრები შეძლებენ მუშაობას

თუმცა ოქტომბრის სასახლის შენობასთან, სადაც შტურმის მომენტში ჯაზის კონცერტი იმართებოდა, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მორიგეობდნენ და სააკაშვილის მომხრეებს შიგნით არ უშვებდნენ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომხდარში ეროვნულ გვარდიას ადანაშაულებს მათ პროვოცირებაში. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ოპოზიციონრები მიზანმიმართულად იჭრებოდნენ შენობაში

შტურმის დაწყების შემდეგ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები შენობაში გამაგრდნენ და მომიტინგეების მოგერიებას ცეცხლმაქრის ქაფით ცდილობდნენ

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა მიტინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მისი მომხრეების წინააღმდეგ გაზი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს

შტურმის დროს თვითმხილველებმა სამჯერ გაიგეს ასაფეთქებელი მოწყობილობის გახეთქვის ხმა

შტურმის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს

ეროვნული გვარდიის წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, სააკაშვილის მომხრეები შენობაში შეიჭრნენ

თუმცა მათ ოქტომბრის სასახლე მალევე დატოვეს - სააკაშვილმა მათ შენობის გათავისუფლებისკენ და მაიდანზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა

სააკაშვილმა განაცხადა, რომ შენობაში კონცერტი მიმდინარეობს და საკუთარ მომხრეებს სასახლის დატოვებისკენ მოუწოდა, რათა უდანაშაულო ხალხი არ დაშავებულიყო. თუმცა ამის შემდეგ შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა