სააკაშვილის მომხრეების ოქტომბრის სასახლეში შეჭრა

გამოწერა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა კვირას ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს. იხილეთ ფოტოლენტა, თუ როგორ იჭრებოდნენ მომიტინგეები შენობაში

შტურმის შემდეგ, რომელიც სააკაშვილის მომხრეების მიერ შენობის დატოვებით დასრულდა, მათმა ოპოზიციურმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ადგილი ქონდა პროვოკაციას, რამაც შენობაში შეჭრის მცდელობა გამოიწვია. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის არ არის ძალადობის მომხრე. მან თავის მომხრეებს მოუწოდა, მომავალში არ წამოეგონ სხვადასხვა პროვოკაციებს.

© REUTERS / Valentyn Ogirenkoროგორც სააკაშვილმა შტურმის შემდეგ მიტინგზე განაცხადა, მის მომხრეებს პირობა მისცეს, რომ ოქტომბრიოს სასახლეში გამოუყოფენ ადგილს, სადაც ოპოზიციონრები შეძლებენ მუშაობას
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
1/10
როგორც სააკაშვილმა შტურმის შემდეგ მიტინგზე განაცხადა, მის მომხრეებს პირობა მისცეს, რომ ოქტომბრიოს სასახლეში გამოუყოფენ ადგილს, სადაც ოპოზიციონრები შეძლებენ მუშაობას
© REUTERS / Valentyn Ogirenkoთუმცა ოქტომბრის სასახლის შენობასთან, სადაც შტურმის მომენტში ჯაზის კონცერტი იმართებოდა, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მორიგეობდნენ და სააკაშვილის მომხრეებს შიგნით არ უშვებდნენ
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
2/10
თუმცა ოქტომბრის სასახლის შენობასთან, სადაც შტურმის მომენტში ჯაზის კონცერტი იმართებოდა, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მორიგეობდნენ და სააკაშვილის მომხრეებს შიგნით არ უშვებდნენ
© REUTERS / Valentyn Ogirenkoოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომხდარში ეროვნულ გვარდიას ადანაშაულებს მათ პროვოცირებაში. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ოპოზიციონრები მიზანმიმართულად იჭრებოდნენ შენობაში
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
3/10
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომხდარში ეროვნულ გვარდიას ადანაშაულებს მათ პროვოცირებაში. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ოპოზიციონრები მიზანმიმართულად იჭრებოდნენ შენობაში
© REUTERS / Valentyn Ogirenkoშტურმის დაწყების შემდეგ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები შენობაში გამაგრდნენ და მომიტინგეების მოგერიებას ცეცხლმაქრის ქაფით ცდილობდნენ
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
4/10
შტურმის დაწყების შემდეგ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები შენობაში გამაგრდნენ და მომიტინგეების მოგერიებას ცეცხლმაქრის ქაფით ცდილობდნენ
© REUTERS / Valentyn Ogirenkoმოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა მიტინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მისი მომხრეების წინააღმდეგ გაზი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
5/10
მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა მიტინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მისი მომხრეების წინააღმდეგ გაზი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს
© REUTERS / Valentyn Ogirenkoშტურმის დროს თვითმხილველებმა სამჯერ გაიგეს ასაფეთქებელი მოწყობილობის გახეთქვის ხმა
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
6/10
შტურმის დროს თვითმხილველებმა სამჯერ გაიგეს ასაფეთქებელი მოწყობილობის გახეთქვის ხმა
© REUTERS / Valentyn Ogirenkoშტურმის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
7/10
შტურმის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს
© REUTERS / Valentyn Ogirenkoეროვნული გვარდიის წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, სააკაშვილის მომხრეები შენობაში შეიჭრნენ
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
8/10
ეროვნული გვარდიის წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, სააკაშვილის მომხრეები შენობაში შეიჭრნენ
© REUTERS / Valentyn Ogirenkoთუმცა მათ ოქტომბრის სასახლე მალევე დატოვეს - სააკაშვილმა მათ შენობის გათავისუფლებისკენ და მაიდანზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
9/10
თუმცა მათ ოქტომბრის სასახლე მალევე დატოვეს - სააკაშვილმა მათ შენობის გათავისუფლებისკენ და მაიდანზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა
© REUTERS / Valentyn Ogirenkoსააკაშვილმა განაცხადა, რომ შენობაში კონცერტი მიმდინარეობს და საკუთარ მომხრეებს სასახლის დატოვებისკენ მოუწოდა, რათა უდანაშაულო ხალხი არ დაშავებულიყო. თუმცა ამის შემდეგ შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა
სააკაშვილის მომხრეები კიევში სასახლეში იჭრებიან - Sputnik საქართველო
10/10
სააკაშვილმა განაცხადა, რომ შენობაში კონცერტი მიმდინარეობს და საკუთარ მომხრეებს სასახლის დატოვებისკენ მოუწოდა, რათა უდანაშაულო ხალხი არ დაშავებულიყო. თუმცა ამის შემდეგ შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა
ყველა ახალი ამბავი
0