ახალციხეში სექსმუშაკები ფართის გარეშე დარჩნენ: შსს-მ დანაშაული აღკვეთა

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები გასამრჯელოს სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის კაფე-ბარებში ფართს აქირავებდნენ

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ახალციხეში სამი პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
შსს-ს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

გარდა ამისა, აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა მოწმის სახით დაკითხეს ახალციხის კაფე-ბარების პერსონალი.

„1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.ქ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს. დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ", — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება სსსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემას და ითვალისწინებს ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0