შსს-ს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თამანშრომლებმა ახალციხეში, 1958 წელს დაბადებული მ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0