აშშ არ აპირებს, მსოფლიოს დემოკრატია მოახვიოს თავს

© REUTERS / Yuri GripasПрезидент США Дональд Трамп
Президент США Дональд Трамп - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს სტრატეგიის საფუძვლებზე საუბრისას, გაიმეორებს საკუთარ პოსტულატს, რომელიც გაეროში წარმოთქვა მიმდინარე წლის სექტემბერში

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არ ითვალისწინებს ამერიკული დემოკრატიის ან ამერიკული ცხოვრების წესის მსოფლიოსთვის თავს მოხვევას, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია შეხვედრას გამართავს

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს თავს მოვახვიოთ ჩვენი ცხოვრების წესი, მიგვაჩნია, რომ თავისუფალი ბაზარი, კონკურენტული კერძო ბაზარი, პოლიტიკური სტაბილურობა, კანონის უზენაესობის პრინციპი, ადამიანის უფლებები და მშვიდობა ყველა ქვეყნისთვის აუცილებელია. მით უმეტეს იმათთვის, ვისთანაც მჭიდრო პარტნიორობას ვაპირებთ“, — აღნიშნა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს სტრატეგიის საფუძვლებზე საუბრისას, გაიმეორებს საკუთარ პოსტულატს, რომელიც გაეროში წარმოთქვა მიმდინარე წლის სექტემბერში, რომ მსოფლიო შედგება სუვერენული სახელმწიფოებისგან, რომლებმაც უნდა ეძებონ შეხების წერტილები.

აშშ-ის პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დებულებებს ორშაბათს გაახმოვანებს.

ყველა ახალი ამბავი
0