Birja Mafia - მაფია არ არის: რეპერების საქმეს შეწყვეტენ

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა - სიმბოლიკა
პროკურატურა - სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეპ-ჯგუფ Birja Mafia-ს შემსრულებლებს ბრალი ნარკოდანაშაულში ედებოდათ, ერთი მუსიკოსი გაამართლეს

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისის პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის გამო რეპერ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ქებურია სკანდალურად ცნობილი ჯგუფ Birja Mafia-ს წევრია. ამის შესახებ ქებურიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ქებურია და ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მიხეილ მგალობლიშვილი ამა წლის ივნისში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ეს ვიდეოკლიპისთვის ანგარიშსწორებად შეაფასეს, რომელშიც მიუღებელ ფორმით მოიხსენიებენ სამართალდამცალი ორგანოების წარმომადგენლებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.

„მინდა პტოკურატურას მალდობა გადავუხადო, დადგინდა ქებურიას უდანაშუალობა, რის გამოც შეწყდა საქმის წარმოება მის მიმართ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს ზედამხედველი პროკურორი, როდესაც დანაშაული არ დასტურდება", — განაცხადა მოსიაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონში საზეიმო წირვაზე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ბავშვებო, არასდროს გაეკაროთ ნარკოტიკებს

რაც შეეხება მგალობლიშვილს, მისი ბედი ჯერ უცნობია, თუმცა კოლეგა-რეპერმა იმედი გამოთქვა, რომ საქმე მის მიმართაც შეწყდება, რადგან საკმარისი სამხილები არ არის.

„მე მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოძიებამ დაადგინა ჩემი უდანაშაოლობა. იმედს ვიტოვებ, რომ მიშკა მგალობლიშვილის შემთხვევაშიც იგივენაირად დასრულდება საქმე და ეს არის დროის საკითხი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დიდი შრომა ჩადო ამ შედეგის მისაღწევად", — განაცხადა ქებურიამ.

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ქებურია და მგალობლიშვილი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა, საქართველოს პროკურატურამ იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც ქებურიასა და მგალობლიშვილის დაკავებაში მონაწილეობდნენ, აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესაძლო გადაჭარბების საგანზე. ქებურიას ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ამ შემთხვევაშიც ობიექტური იქნება.

„იმედი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს ობიექტურობას პროკურატურა. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენას გიორგი ქებურიას მიმართ, იმედი მაქვს, პროცესები ობიექტურად წარიმართება", — განაცხადა მოსიაშვილმა.

საქართველოს შსს-ს ოფიციალური ვერსიით, დაკავებისას მგალობლიშვილს აღმოაჩნდა 1,5 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება MDMA, ხოლო ქებურიას — 2,3 გრამზე მეტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0