მრავალ შობა-ახალ წელს! - საქართველოს წარმომადგენლობა ბელგიის სამეფოს დამდეგს ულოცავს

© AFP 2024 / HATIM KAGHAT შობა ბრიუსელში
შობა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ქართული კერძები დააგემოვნეს და ქართველ ჯაზ–შემსრულებელს მოუსმინეს

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ბელგიის სამეფოში საქართველოს წარმომადგენლობამ საქართველოს საელჩოს სახელით ბრიუსელში საახალწლო მიღებას უმასპინძლა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ბიზნეს–წრეების წარმომადგენლები.

ქალაქი ბრიუგე, ბელგია - Sputnik საქართველო
იმოგზაურეთ ულამაზეს ბრიუგეში, თუკი სიზმარში აღმოჩენა გსურთ

ღონისძიება საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნეს.

მიღების ფარგლებში მოწვეული იყო ქართველი ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი ბექა გოჩიაშვილი. მისმა ვირტუოზულმა შესრულებამ სტუმრები აღაფრთოვანა.

ბექა გოჩიაშვილმა ნიუ–იორკში პრესტიჟული მუსიკალური სკოლა „ჯულიარდი“ დაამთავრა, სკოლაში ის, მცირე ასაკის გამო, გამონაკლისის სახით მიიღეს.
უკანასკნელ წლებში ბექა პოპულარულ ამერიკელ ჯაზ–მუსიკოს ჩიკ კორიასთან თანამშრომლობს, რომელიც Grammy–ს მრავალგზის მფლობელია.

ყველა ახალი ამბავი
0