დანიის ბიზნეს–აკადემიაში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს

© photo: Sputnik / Sergei Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიკოპენჰაგენი
კოპენჰაგენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყურადღება გამახვილდა ასევე ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებზე

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკური  წარმატებები და ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც დანიის ბიზნეს–აკადემიაში  გამართულ კონფერენციაზე გაამახვილეს ყურადღება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის ბიზნეს–აკადემიაში გამართულ  კონფერენციაში „All Stars 2017“. რომელიც ორგანიზებული იყო მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო ინიციატივის Creative Business Cup Danmark-ის მიერ.

სადისკუსიო პანელზე გიგი გიგიაძემ  საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს ტურიზმისა და სატრანზიტო შესაძლებლობებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე  სტარტაპების სისტემას.

კერძო საკუთრება - Sputnik საქართველო
დანია საქართველოში ახალ აგროპროგრამას დააფინანსებს

ღონისძიების ფარგლებში დისკუსიები გაიმართა  ახალდაფუძნებულ სტარტაპებსა და მსხვილ კომპანიებს შორის ინოვაციური თანამშრომლობის, საერთაშორისო ინვესტიციისა და დაფინანსების მოზიდვისა და კომპანიების  საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების საკითხებზე.

დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ დანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (Dansk Erhvervv) და დანია-გერმანიის (Dansk-Tysk Handelskammer) სავაჭრო პალატის, დანიის  ინოვაციებისა და საინვესტიციო ცენტრისა (Innovation Centre Denmark/Invest in Denmark) და დანიური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დანიას შორის 1992 წლის 1 ივლისს დამყარდა. დანიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 2006 წელს გაიხსნა.

ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია 2013-2017 წლებისთვის „დანიის სამეზობლო პროგრამის" ფარგლებში განვითარების სფეროში თანამშრომლობის მიზნით მიმდინარე პროექტები, რომლებიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ადამიანთა უფლებების დაცვა, ბიზნესისა და საჯარო ადმინისტრირების განვითარების ხელშეწყობა, დროებით ადგილნაცვალ პირთა დახმარება, მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, ეკონომიკის განვითარება.

2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასტორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს დანიაში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0