რა საახალწლო დღესასწაულს გპირდებათ „ანბენი"

გამოწერა
მალე ახალი წელი მოვა და უკვე საახალწლო სამზადისია... როგორ მოვრთოთ საახალწლოდ სახლი, რით და როგორ შევიქმნათ სადღესასწაულო განწყობა? „ანბენი“ სწორედ ის ადგილია, სადაც ნახავთ ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც არ მეორდება..

ნინა ბედელაძე  იმ ჯადოსნურ საახალწლო აქსესუარებზე გიამბობთ, რომელსაც „ანბენი“ ქმნის.

© FB / Saakhalclo khelnaketi satamashoebiანბენის დეკორაციები
ანბენის დეკორაციები - Sputnik საქართველო
ანბენის დეკორაციები

რამდენი ხანია რაც საახალწლო აქსესურებს ამზადებთ?

იდეა რვა წლის წინ გაჩნდა და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს.  ჩვენ ყოველ ახალ წელს ვაახლებდით საახალწო ნაძვის ხის სათამაშოებს,  რის შემდეგაც გაჩდა იდეა, რომ ძველი გამოუყენებელი სათამაშოებით შეგვექმნა  საახალწლო აქსესუარები,რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს გაშემომყოფებში.

რატომ სახელი „ანბენი“? 

დასახელება  ჩემი ოჯახის წევრის ინიციალებია. 

რა იყო პირველი აქსესუარი, რომელიც დაამზადეთ? 

პირველად კედლის დეკორების დამზადება დავიწყეთ, რომლის შექმნა არც თუ ისე მარტივი იყო –  გამოვიყენეთ  ბუნებრივი ხის და ქვის მასალა.. 

 მუშაობისას დედა მეხმარებოდა, რომელიც კარგად ერკვევა დიზაინში და ხშირ შემთხვევაში აქსესუარების დიზაინი მისი იდეაა, ხოლო რაც შეეხება მასალას,  გამოყენებულია ხელოვნური ნაძვი, სხვადასხვა საახალწლო სათამაშო და საყოფაცხოვრებო ნივთები, კერძოდ, ჭურჭელი — ჭიქები, თეფშები, ლარნაკები.

© FB / Saakhalclo khelnaketi satamashoebiანბენის დეკორაციები
ანბენის დეკორაციები - Sputnik საქართველო
ანბენის დეკორაციები

საკმოდ შრომატევადი საქმეა, რა დრო სჭირდება  აქსესუარის  შექმნას?

როგორც ზემოთ ავღნიშნე,  საქმე ძალიან შრომატევადია, რადგან პატარა, წვრილი თვლებით ხდება აქსესუარების გაფორმება, რასაც ყველაზე დიდი დრო მიაქვს და შეიძლება ერთი აქსესუარის დამზადებას 2-3 დღე დასჭირდეს.  ასევე ჩვენ ვამზადებთ საახალწლო სუფრის გასაფორმებელ დეკორებს, რომლებიც მოთავსებულია ლამაზ ყუთებში.

წინასწარ იცით რის გაკეთებას აპირებთ თუ მუშაობის პროცესში წყვეტთ?   

წინასწარ,  რა თქმა უნდა,  არ ვიცით საბოლოო ჯამში რა გამოგვივა, მაგრამ მუშაობის პროცესში ჩნდება ძალიან ბევრი იდეა,  რასაც  სულს შთავბერავთ და ლამაზ აქსესუარად ვაქცევთ.

ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება გქონდათ?      

არა, არ მქონია,  თუმცა,  ბავშობიდან მიყვარდა ხელსაქმე და ვამზადებდი ხელნაკეთ სამკაულებს, ასევე სამზარეულოს კედლის დეკორებს.

რას სთვაზობთ მომხმარებელს?    

მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ  ორიგინალურ დეკორებს, რომელიც განუმეორებელი და  ერთი ეგზემპლარია. რაც შეეხება  შეთავაზებას,  ჩვენ მომხმარებელს  ვპირდებით,  რომ „ანბენის“ საახალწლო აქსესუარებით ოჯახში განსაკუთრებულ  საახალწლო განწყობას და ლამაზ გარემოს შევუქმნით.

ყველაზე პოპულარული საახალწლო აქსესუარი რომელია?   

ეს არის  მაგიდის საახალწლო ყუთები და ჭაღის გვირგვინები, რომელიც არის ძალიან ორიგინალური და კრეატიული.

საახალწლო რჩევები მიეცით ჩვენს მკითხველს….         

ყველა მკითხველს პირველ რიგში ვულოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და ვურჩევთ, რომ ახალი წელი გაატარონ „ანბენის“ აქსესუარებით მორთულ მყუდრო გარემოში.

 

ნინი რაზმაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0