თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ხულოში დღეს დილით მე-12 კლასის მოსწავლე ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა.
მიქელაძის განცხადებით, მე-12 კლასელის ოჯახი სულ ახლახან სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოვიიდა საცხოვრებლად. რესურსცენტრის უფროსი არ გამორიცხავს, რომ თვითმკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყოს.
შსს-ში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.