საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპაციენტები საავადმყოფოში
პაციენტები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარამედიკოსთა მომზადების კურსის გავლა ყველა აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის მქონე კურსდამთავრებულს შეუძლია.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე პარამედიკოსთა მომზადება დაიწყო, ნათქვმია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.

სასწავლო კურსის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი მედიცინის დაფინანსების გაზრდით ამაყობს

„გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. 11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების შემდეგ, პრაქტიკულ კურსს თვე-ნახევრის განმავლობაში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი სპეციალობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, რის შემდეგაც, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან“, — ნათქვამია განცხადებაში.

პარამედიკოსთა მომზადების კურსის გავლა ყველა აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის მქონე კურსდამთავრებულს შეუძლია. 

პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პირველი ნაკადის გადამზადება 2018 წელს დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0