მედიამ „ქართულ ოცნებაში“ ბზარი შენიშნა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქრთველოს პარლამენტის შენობა
საქრთველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ორი ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნა პარლამენტში მართვის სისტემის გაუმჯობესებით ახსნეს

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი ფრაქცია პარლამენტში სამად შეიძლება დაიშალოს, რამაც მედიაში შესაძლო განხეთქილების ეჭვები აღძრა.

მმართველ პარტიას პარლამენტში ექვსი ფრაქცია აქვს, ერთ-ერთში —„ქართულ ოცნებაში“ – 86 დეპუტატია, დანარჩენებში — ექვს-ექვსი. საპარლამენტო ოპოზიციას ხუთი მცირერიცხოვანი ფრაქცია აქვს.

„უმრავლესობის შიგნით იქმნება ორი ახალი ფრაქცია, სავარაუდოდ, დამატებით. ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე წარვდგებით ახალი, გადახალისებული შემადგენლობით, ასე ვთქვათ, გადაჯგუფებას ვგულისხმობ“, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნებას“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი გაეხვია სკანდალში, სადაც რამდენიმე მეგობარი ერთმანეთს რაღაცას ედავება

გადაჯგუფების მიზანი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განმარტა.

„მართვის სისტემის გაუმჯობესებას აუცილებლად ესაჭიროება ის, რომ 86-კაციანი ფრაქცია რამდენიმე ფრაქციად დაიშალოს“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, დეპუტატებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავთ.

ამასთან, მედიის ვერსიით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებს დეპუტატი ბიძინა გეგიძე, შოუმენ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მეგობარი, რომელსაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ურთიერთობები გაუფუჭდა.

სკანდალი სამშაბათს აგორდა, როდესაც ცნობილმა შოუმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ხელისუფლება მისი სიძის, გიორგი შარაშიძის კომპანია Citroen Georgia-სთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაში დაადანაშაულა. გაჩეჩილაძის თქმით, ეს სისტემურ ხასიათს ატარებს და უპირატესობა ხშირად იმ კომპანიებს ენიჭება, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ასოცირდება.

პრემიერ-მინისტრი გაჩეჩილაძის ბრალდებებით შეურაცხყოფილი დარჩა. მან განაცხადა, რომ მისი მეგობრის მხრიდან მსგავსი მოქცევა დაუშვებელია. კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის დატოვოს დაკავებული თანამდებობა, თუ სასამართლო ტენდერთან დაკავშირებულ მთავრობის შეცდომას დაადასტურებს.

კვირიკაშვილმა მიუღებელი უწოდა სიტუაციას, როდესაც მეგობარი, ერთი მხრივ, მას აქებს, ხოლო მეორე მხრივ, მისი გუნდის წევრს შეურაცხყოფას აყენებს.


ყველა ახალი ამბავი
0