თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სოციალურ ქსელ Вконтакте-ს მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ახალ ბინადარს — ძაღლს, რომელიც დათვს ჰგავს.
„დათვძაღლის“ ფოტოკოლაჟი გამოქვეყნებულია ქსელის ჯგუფში სახელწოდებით „ცხოველთა თავშესაფარი ჩვენი სახლი“ (Приют для животных Наш Дом).
მსგავსი ისტორია მოხდა საქართველოში ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა, მათი თვალსაზრისით, მგელი დაიჭირეს. ცხოველთა დაცვის ფედერაციამ განგაში ატეხა და განაცხადა, რომ ეს ძაღლია და მას პატრონიც ჰყვას.
საკითხში სპეციალისტები ჩაერთვნენ, მაგრამ რომელი ცხოველი დაიჭირეს მარო მაყაშვილის ქუჩაზე, დაზუსტებით ვერავინ ამბობს. გადაწყდა დნმ-ის ანალიზის ჩატარება, მაგრამ ჯერჯერობით ძაღლ-მგლის შესახებ ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება.