საქართველოს მოსახლეობა მგლების გარემოცვაში - ადამიანები შველას ითხოვენ

© FB / David Narmaniaმგელი თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე
მგელი თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მტაცებლები საქართველოს მოსახლეობისთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცნენ, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ბოლო ათი წლის განმავლობაში მგლებმა ათი ათასობით შინაური პირუტყვი გაანადგურეს, 13 ადამიანი დაგლიჯეს, დაკბენილი კი გაცილებით მეტია.

Sputnik, ლიზა შელია

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ბრიფინგი "საქართველოს საშიში მტაცებლები" გაიმართა. ღონისძიების მონაწილე იყვნენ ჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე გვანჯი მანია, გეოგრაფი, კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი ქეთევან მგალობლიშვილი, ეკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარატ ციცქიშვილი. მათ იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოსახლეობა საშიში მტაცებლებისგან დაიცვას.

ქართველი მეცნიერები და მკვლევარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მგლების რაოდენობა საშუალო ევროპულ სტანდარტებამდე მიიყვანოს, ანუ 1000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორიაზე სამი მგელი დატოვოს. ამის შედეგად მათი რაოდენობა ამჟამინდელი 1500-დან 200-მდე უნდა შემცირდეს, რაც საკმარისია ეკოლოგიური ბალანსის დასაცავად.

© Sputnik / Levan Avlabreliბრიფინგი "საქართველოს საშიში მტაცებლები"
Брифинг Опасные хищники Грузии - Sputnik საქართველო
ბრიფინგი "საქართველოს საშიში მტაცებლები"

2012-2015 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით მოკლულია 249 მგელი, 135 ტურა, შვიდი მელია და ოთხი დათვი.

ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. "პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვა არის საჭირო. შესაბამისი მიმართვა გამგეობამ უნდა გადააგზავნოს.

ქართველი მეცნიერების მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში 530-მილიონიან ევროპაში მგლების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, ხოლო 3,7 მილიონიან საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ სტატისტიკას მეცნიერები კატასტროფულს უწოდებენ და ხელისუფლებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ თუ საქართველო ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სტანდარტს მიჰყვება, მოსახლეობა შვებით ამოისუნთქავს. ბრიფინგზე მათ დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ჰოლანდიის მაგალითი მოიყვანეს, სადაც უკვე რამდენიმე ათწლეულია, არც ერთი მგელი აღარ არის.

"საქართველოს პირველ ადგილზეა ადამიანთა რაოდენობით, რომლებიც მგლებმა დაგლიჯეს, და ასევე მგლების მიერ განადგურებული შინაური პირუტყვის რაოდენობით. ადამიანი იმისთვის არ დაბადებულა, რომ „მგელმა შეჭამოს", — განაცხადა გვანჯი მანიამ.

© Sputnik / Levan Avlabreliჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე გვანჯი მანია
Журналист, эколог, краевед Гванджи Мания - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე გვანჯი მანია

პროფესორ ციცქიშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობას ატერორებენ მგლები და ადამიანების უსაფრთხოება გარანტირებული არ არის. განსაკუთრებით ეს ტყესთან ახლოს მდებარე დასახლებების მოსახლეობას ეხება, მათ ვაზნებიც კი არ აქვთ, რომ მათ სახლებზე თავდამსხმელ მტაცებლებს  ესროლონ.

"ყველა ქვეყნისთვის და ყველა ერისთვის არსებობს დაუწერელი კანონი — ნებისმიერი ცხოველი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას შეეცდება, ლიკვიდირებული უნდა იყოს. ეს რკინის კანონი ვრცელდება ეგზოტიკურ ცხოველებზეც კი, რომლებიც ერთეულებია დარჩენილი", — განაცხადა ციცქიშვილმა.

მისი აზრით, შესაბამისი ორგანოები გადაჩვეული არიან, რჩევა მეცნიერი ექსპერტების ფართო სპექტრს ჰკითხონ, ისინი ერთეული და "პოპულარული" მეცნიერების აზრს ითვალისწინებენ, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ მგლების გაწვრთნა ან რაღაცის სწავლება შეიძლება. ციცქიშვილმა შეახსენა ასეთ მეცნიერებს, რომ მგლები გაწვრთნას არ ექვემდებარებიან სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით, როგორიც არის, მაგალითად, ვეფხვი, ლომი ან დათვი.

"მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ მგელი ძალიან ჭკვიანია, და სად გინახავთ სულელი მტაცებელი? რომელი ცხოველი არ არის ჭკვიანი, თითოეული მათგანი დედამიწაზე მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს, რომ ადაპტაციას არის შეჩვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი სახეობა გადაშენდებოდა", — ხაზგასმით აღნიშნა ციცქიშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliეკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარატ ციცქიშვილი
Эколог, профессор Марат Цицкишвили - Sputnik საქართველო
ეკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარატ ციცქიშვილი

ადრე საქართველოში მგლის მოკვლის გამო პრემიას გასცემდნენ, ახლა კი ამისათვის სპეციალური ნებართვაა საჭირო, დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია ჯარიმა.

მგელზე ნადირობა არც ისე იაფი ჯდება. სპეციალისტთა გათვლებით, მგელზე ნადირობა ორიდან 12 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს და დაახლოებით 800 დოლარი ჯდება. მთავრობას სახსრები არა აქვს, ხოლო მოსახლეობა მგლების თავდასხმებისგან იტანჯება.

სპეციალისტთა გამოთვლით, მტაცებლების რაოდენობის შესამცირებლად ყოველ სეზონზე მგლების საერთო რიცხოვნობის 30% უნდა დაიხოცოს. მოვიდა დრო, როდესაც ბუნების არა მარტო კონტროლია საჭირო, არამედ სწორ კალაპოტში მიმართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია კონტროლს შეიძლება გასცდეს, ამტკიცებენ სპეციალისტები.

გეოგრაფმა ქეთევან მგალობლიშვილმა მოიყვანა მაგალითები იმისა, თუ რა საშინელ მდგომარეობაშია საქართველოს რეგიონების მოსახლეობა, განსაკუთრებით დაზარალებულია გურია.

"მაგალითად, 2015 წლის ზამთარში თეთრიწყაროში 60 წლის სვეტა ჩერნოვა ტყეში შეშის შესაგროვებლად წავიდა. ბურუსის გამო გზა აერია და გადაწყვიტა ლიანდაგებით წასულიყო. მან გამოსვლა ვერ მოახერხა, ორმო იპოვა და იქ დამალვა სცადა, თუმცა მგელმა მიაგნო და დაგლიჯა. იპოვეს მხოლოდ თავი, რითიც მისი ამოცნობა შეძლეს", — განაცხადა მგალობლიშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliგეოგრაფი, კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი ქეთევან მგალობლიშვილი
Географ и исследователь культурного наследия Кетеван Мгалоблишвили - Sputnik საქართველო
გეოგრაფი, კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი ქეთევან მგალობლიშვილი

თუ ადრე მგლები ტყეებში და მთებში ცხოვრობდნენ, ახლა ისინი ბარში ჩამოვიდნენ, მათ უკვე სახლების სადარბაზოებში და ეზოებში ნახულობენ, სადაც ბავშვები თამაშობენ.

მაგალითად, ლანჩხუთის რაიონის სოფლებში მგლების მასობრივი შემოსევა შეინიშნება, განაცხადა მგალობლიშვილმა. მისი თქმით, ადგილობრივები ყანაში სამუშაოდ ჯგუფებად დადიან. ერთი ჯგუფი მუშაობს, მეორე მათ მგლებისგან იცავს.

როგორც თავად ადამიანები აცხადებენ, მათ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

მეცნიერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დიდი ხნით არ გადადონ აღნიშნული საკითხის გადაწვეტა და მოქმედება ახლავე დაიწყონ. სპეციალისტები კითხვას სვამენ, თუ მსოფლიოს 20 ქვეყანაში შეძლეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება და სტანდარტის განსაზღვრა, საქართველო რატომ რჩება "თეთრ ყვავად" მაშინ, როდესაც ყველაფერში ევროპის მიბაძვას ცდილობს?

© Sputnik / Levan Avlabreliჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე გვანჯი მანია
Журналист, эколог, краевед Гванджи Мания - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე გვანჯი მანია

არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მეცნიერებს ზარალის დათვლა, რომელიც მოსახლეობას მგლების შემოსევების შედეგად მიადგა, და ასევე კომპენსაციის გაცემა.

აღნიშნულ საკითხზე რეკომენდაციები, წერილები და სტატიები შესაბამის სტრუქტურებს უკვე გაეგზავნა. მეცნიერებმა რეკომენდაციებით სპეციალური დოკუმენტიც მოამზადეს, რომელიც საქართველოს პარლამენტს გადაეცა. ისინი იმედოვნებენ, რომ დეპუტატები მას მოსახლეობის სასარგებლოდ განიხილავენ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0