ტერორისტები პეტერბურგში ყაზანის ტაძრის აფეთქებას შეეცადნენ

გამოწერა
სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთმა დაკავებულმა ტერაქტების მომზადება აღიარა

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. რუსულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები, რომლებიც სანქტ-პეტერბურგში ტერაქტების ამზადებდნენ, იუწყება Риа Новости.

უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 13-14 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში აღკვეთეს ტერორისტთა „კონსპირაციული უჯრედის“ საქმიანობა, რომელსაც უცხოეთიდან Telegram-ის საშუალებით „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურები ხელმძღვანელობდნენ.

უშიშროების ფედერალური სამსახური - Sputnik საქართველო
რუსეთის უშიშროების სამსახურმა ტერორისტები დააკავა

მათი გეგმის მიხედვით, 16 დეკემბერს „ერთ-ერთ საკულტო დაწესებულებაში“ თვითმკვლელს თავი უნდა აეფეთქებინა. გარდა ამისა, იმავე დღეს ხალხმრავალ ადგილებში ბოევიკები თვითნაკეთი ბომბების აფეთქებას გეგმავდნენ. 

სპეცსამსახურებმა შვიდი ბრალდებული დააკავეს, ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ყაზანის ტაძრის აფეთქებას აპირებდა.

ეჭვმიტანილებს აღმოაჩნდათ ასაფეთქებელი ნივთიერება, ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი და ექსტრემისტური ლიტერატურა. ბომბების დასამზადებელი ლაბორატორია ლიკვიდირებულია.

მანამდე უშიშროების ფედერლური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ წელს რუსეთში 18 მსხვილი ტერორისტული აქტი აღიკვეთა. ასე, მაგალითად, სპეცსამსახურებმა ამხილეს „ისლამური სახელმწიფოს“ უჯრედი, რომელშიც ცენტრალური აზიის მკვიდრები შედიოდნენ. ისინი მოსკოვში საახალწლო დღესასწაულების დროს თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0