საქართველოში ღვინის სექტორში ცვლილებებია მოსალოდნელი

გამოწერა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეიძლება ცვლილებები განხორციელდეს

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები დარგის რეფორმირების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა საკუთარი პოზიცია  „ღვინის სექტორის ინსტიტუციონალური რეფორმირების პროექტის“ განხილვისას  დააფიქსირა.

ქვევრი - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად მიმდინარეობს ღვინის სექტორის ფორმირების ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა. ამავე დროს, დარგის რეორგანიზაციასა და რესტრუქტურიზაციაში მმართველი გუდის მნიშვნელოვანი ჩართულობის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება მოხდეს ღვინის სააგენტოს რეფორმირება“, — განაცხადა დავითაშვილმა.

მისი სიტყვებით, სააგენტოს რეფორმირების პროცესზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რამდენადაც აუცილებელია კერძო სექტორის პოზიციის გათვალისწინება.

ღვინის ეროვნული სააგენტო 2003 წელს შეიქმნა როგორც ქართულ ღვინოზე პასუხისმგებელი ორგანო. 2012 წელს მისი ფუნქციები გაფართოვდა და დაემატა ღვინისა და ღვინის პროდუქტების ექსპორტზე კონტროლი.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცვლილებები მოსალოდნელია თავად სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ კანონი დაამტკიცა, რომლის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უერთდება. თუ როგორ შეიცვლება ახალი უწყების სტრუქტურა, აღნიშნული შესწორებების ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველო მეღვინეობის სამშობლოდ ითვლება. ქართული ღვინო, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი, „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წიგნში შევიდა.

ადრე მიიჩნეოდა, რომ მეღვინეობა ირანში წარმოიშვა, რადგან ბოლო აღმოჩენები დათარიღებულია ჩვ. წ.-მდე 5400-5000 წლებით, თუმცა ქართველმა მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად საქართველოში აღმოაჩინეს ჭურჭელი, რომელიც ადასტურებს, რომ მეღვინეობას აქ რვაათასწლიანი ისტორია გააჩნია.

ქვევრი - Sputnik საქართველო
აღიარება: საქართველო - ღვინის სამშობლოა

მოლეკულურ-მიკრობიოლოგიურმა კვლევამ ქიმიური მეთოდების დახმარებით დაადგინა, რომ აღმოჩენილ ჭურჭლებში ნამდვილად ღვინო ინახებოდა.

კვლევები ჩატარდა მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში არსებულ შემდეგ გორა-ნამოსახლარებში: გადაჭრილის გორა, იმირის გორა და შულავერის გორა.

ყველა ეს ნამოსახლარი რელიეფში წარმოდგენილია როგორც ბორცვები და ნეოლითის პერიოდს ეკუთვნის, ანუ ჩვ. წ.-მდე დაახლოებით 6000 წლით თარიღდება  (ანუ კულტურას, რომელიც აქ 8 000 წლის წინ არსებობდა). ამ ნამოსახლარების მკვიდრებს ე.წ. შულავერი-შომუს კულტურას აკუთვნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0