ცნობილია საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტის ჩატარების თარიღი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფორუმის აზიისა და ოკეანეთის მონაწილე ქვეყნებს სამიტში „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტში მონაწილეობისკენ მოუწოდა

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) გლობალური სამიტი, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველოში 2018 წლის ზაფხულში გაიმართება, აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამის შესახებ ცნობილი გახდა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების ერთდღიანი რეგიონული ფორუმის მიმდინარეობისას, რომელიც ჯაკარტაში მიმდინარეობს. ფორუმში მონაწილეობს დელეგაცია საქართველოდან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.

ამა წლის სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ოფიციალურად ჩაიბარა OGP-ში თავმჯდომარეობა. საქართველო ორგანიზაციის თანათავმჯდომარე 2016 წლის მაისში გახდა, რაც შემდგომ თავმჯდომარეობას გულისხმობდა.

ნილს სკოტი - Sputnik საქართველო
სკოტი: საქართველო გაეროს ერთ-ერთი ძვირფასი წევრია

რაც შეეხება აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონულ ფორუმს, იუსტიციის მინისტრი ღონისძიებაზე უკვე გამოვიდა სიტყვით და ქვეყნებს გლობალურ სამიტში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა, რომელიც საქართველოში გაიმართება.

რეგიონული ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ინდონეზიას შორის დაგეგმილია მემორანდუმზე ხელმოწერა გამოცდილების გაზიარების, მმართველობის ღია და გამჭვირვალე სისტემის შექმნის, სახელმწიფო სერვისების გამარტივების, ელექტრონული მართვის განვითარებისა და სხვა საკითხების შესახებ.

წულუკიანი ასევე გეგმავს ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და ინდონეზიის მთავრობების წარმომადგენლებთან.

OGP — ეს არის აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობასა და ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა. ორგანიზაციის შექმნაში რვა ქვეყანა მონაწილეობდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდონეზია, მექსიკა, ფილიპინები და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. OGP-ს პირველი სხდომა ბრაზილიაში 2012 წლის აპრილში გაიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0