იერუსალიმის მერი თბილისს ეწვევა

© photo: Sputnikთავისუფლების მოედანი თბილისში
თავისუფლების მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში იერუსალიმის მერის მომავალი ვიზიტის შესახებ „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განაცხადა

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. იერუსალიმის მერი თბილისს 2018 წლის დასაწყისში ეწვევა, ამის შესახებ თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში ებრაული წიგნის კუთხის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ისრაელის სახლის“ თავმჯდომარემ იციკ მოშემ, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

ბიბლიოთეკაში წარმოდგრნილია რამდენიმე ასეული წიგნი, რომლებიც ისრაელის ისტორიასა და თანამედროვეობაზე მოგვითხრობს.

იერუსალიმი - Sputnik საქართველო
იერუსალიმი – ისრაელის დედაქალაქი? რას ფიქრობენ საქართველოში

სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდა ისრაელის ქნესეთის დელეგაცია, რომელიც საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოწვევით იმყოფება. სტუმრებმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები და ხანუკას დღესასწაულის აღსანიშნავად სანთლების ანთების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

კულტურული პროგრამის ფარგლებში ბიბლიოთეკაში ქართველმა მომღერლებმა ებრაული სიმღერები შეასრულეს.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ამის შემდეგ ქვეყნები ბევრ სფეროში სხვადასხვა ფორმატში აქტიურად თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივნისში 9,2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0