არველაძე საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად უზბეკეთში დასახელდა

© courtesy of Sport-Domშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არველაძემ სეზონის შედეგების მიხედვით „პახტაკორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე, რომელიც კლუბ „პახტაკორს“ წვრთნის, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ (უფფ) დაასახელა 2017 წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად, რომელსაც უზბეკური ფეხბურთის განვითარებაში წვლილი შეაქვს, ნათქვამია უფფ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
ცხადაძემ ფეხბურთში ყაზახეთის თასის ფინალში წააგო

„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარი დამიჭირა. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ეს ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობდნენ. ჩვენ ამას ერთად მივაღწიეთ. ჩემთვის პატივია ვიყო საუკეთესო ისეთ ნომინაციაში, სადაც ძალიან ძლიერი კონკურენციაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ფეხბურთის კლუბ „პახტაკორს“ გულშემატკივრობს. კიდევ უფრო მეტად მოვინდომებთ“, — ციტირებს არველაძეს „პახტაკორის“ პრესსამსახური.

44 წლის არველაძე ტაშკენტის „პახტაკორს“ სათავეში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაუდგა. გუნდმა XXX ტურში 59 ქულა მოაგროვა და სეზონის შედეგების მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა. ამან კლუბს აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სასაკვალიფიკაციო რაუნდში მოხვედრის საშუალება მისცა, სადაც „პახტაკორის“ მეტოქე ყატარის „ალ-გარაფა“ იქნება.

„პახტაკორამდე“ არველაძე მუშაობდა თურქულ კლუბებში „კაისერისპორი“, „ქასიმფაშა“ და „ტრაბზონსპორი“ და ისრაელის „მაკკაბიში“.


ყველა ახალი ამბავი
0