10 წლის განმავლობაში რამდენი ქართველი გახდა აშშ-ის მოქალაქე

© Sputnik / Alex Tikhomirovამერიკის დროშა
ამერიკის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათი წლის განმავლობაში აშშ-ის მოქალაქეობა 7,4 მილიონმა უცხოელმა მიიღო

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ათი წლის განმავლობაში აშშ-ის მოქალაქე 9,7 ათასი ქართველი გახდა, ასეთია აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეობა 5 წელში 26 800-მდე ადამიანს მიენიჭა

აშშ-ის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ორი გზით — დაბადებითა და ნატურალიზაციის გზით.

2007 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ნატურალიზაციის გზით ამერიკელი გახდა 9 745 ქართველი. ყველაზე ნაკლები იყო 2007 წელს — 514 წელი, ხოლო ყველაზე მეტი — 2012 წელს, კერძოდ, 1 271 ადამიანი.

შედარებისთვის, საანგარიშო პერიოდში აშშ-ის მოქალაქე სომხეთის 27 ათასი და აზერბაიჯანის 8 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა.

მთლიანობაში ათი წლის განმავლობაში აშშ-ის მოქალაქეობა 7,4 მილიონმა უცხოელმა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0