თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისთან ახლოს №17 პენიტენციური დაწესებულების გუშაგი დააკავეს, რომელმაც სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით თვითნებურად მიატოვა საგუშაგო, ნათქვამია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
ინციდენტი 5 დეკემბერს მოხდა, თუმცა, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. პოლიციამ წვევამდელი იმავე დღეს დააკავა. 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
რუსთავის ციხის გუშაგს ბრალი წარდგენილი აქვს სსს კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" პუნქტით. დაკავებულს ოთხიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებული პენიტენციურ დწესებულებაში სამხედრო სავალდებულო სამსახურს 2017 წლის ივნისიდან გადიოდა და რიგითის წოდება ჰქონდა მინიჭებული.