შსს-ს 195-მა წვევამდელმა ფიცი დადო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალწვეულების ოჯახის წევრებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი და სასწავლო შენობები დაათვალიერეს.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 195-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო, იუწყება შსს-ს Facebook-გვერდი.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ წვევამდელებს ფიცის მიღება მიულოცა.

ღონისძიების პარალელურად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 104 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.

"ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ახალწვეულების ოჯახის წევრებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი და სასწავლო შენობები დაათვალიერეს", — ნათქვამია განცხადებაში. 

ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმეს და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეისწავლიან. ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები, სურვილისა და შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0