თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შიდა ტურიზმის ყველაზე პოპულარულ მიმართულებად თბილისი დასახელდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") განცხადებაში.
ყოველთვიურად თბილისს საშუალოდ რეგიონის 620,8 ათასი მცხოვრები სტუმრობს, რაც 3,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე — საშუალოდ 786,2 ათასი ვიზიტორი (+0,9%) იყო.
შიდა ტურიზმის მიმართულებით პოპულარულობის მიხედვით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, თუმცა, წელს შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, იყო 498,6 ათასი ვიზიტორი (-9%) და 602,2 ათასი ვიზიტი (-13%).
ლიდერთა სამეულშია აჭარა. იანვარ-სექტემბრის პერიოდში შავიზღვისპირეთს ყოველთვიურად სტუმრობდა 183,5 ათასი ადამიანი (+43%). ვიზიტები იყო 413,9 ათასი (+10).