რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი აფასებს შვეიცარიის დახმარებას საქართველოსთან დიალოგში

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო უწყება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევაში განიხილეს საქართველოში რუსეთის ინტერესებისა და რუსეთში საქართველოს ინტერესების სხვადასხვა ასპექტი შვეიცარიის წარმომადგენლობაში

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში რუსეთის ინტერესების საკითხები შვეიცარიის წარმომადგენლობაში განიხილეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის სტატს–მდივნის მოადგილის, კრისტინა მარტი ლანგის შეხვედრაზე ჟენევაში.

"საუბრისას განიხილეს საქართველოში რუსეთის ინტერესებისა და რუსეთში საქართველოს ინტერესების სხვადასხვა ასპექტი შვეიცარიის წარმომადგენლობაში. რუსულმა მხარემ ბერნის წვლილს მოსკოვისა და თბილისისთვის რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მაღალი შეფასება მისცა", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტები დორის ლოიტჰარტი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
შვეიცარია - ქართულ-რუსული ურთიერთობების შუამავალი

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შვეიცარიის ძალისხმევა შუამავლის სახით ორმხრივი კონტაქტების შენარჩუნებისთვის მოთხოვნადი ინსტრუმენტი რჩება, აღნიშნულია განცხადებაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ 2009 წლიდან შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციებს ასრულებს. თბილისში შცეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მოქმედებს, მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ფუნქციონირებს.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0